მიხეილ ბატიაშვილი - ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობის დასრულების ვადა მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ინფრასტრუქტურის გეგმა გაიწერება
მიხეილ ბატიაშვილი - ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობის დასრულების ვადა მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ინფრასტრუქტურის გეგმა გაიწერება

მას შემდეგ, რაც ინფრასტრუქტურის გეგმა გაიწერება, კონკრეტულად გამოჩნდება ის ვადაც, თუ როდის დასრულდება ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.

„ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობაში პირველი ეტაპი იყო შემუშავებულიყო ის პროგრამები, რომელიც განხორციელდება უნივერსიტეტში. ამ პროგრამების შემუშავება უკვე დასრულებისკენ მიდის. შემდეგი ეტაპი იქნება ამ პროგრამების გათვალისწინებით დაიგეგმოს ის ინფრასტრუქტურა, რომელიც უნივერსიტეტის ტერიტორიაზე უნდა განთავსდეს. ეს პროცესი გერმანულ მხარესთან საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს.

მას შემდეგ, რაც ინფრასტრუქტურის გეგმა გაიწერება, კონკრეტულად გამოჩნდება ის ვადაც, თუ როდის დასრულდება უნივერსიტეტის მშენებლობა“,- განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.