მიხეილ ბატიაშვილი მოსწავლეთა სააზროვნო უნარების განვითარებისთვის შექმნილ სწავლების ახალ მეთოდს გაეცნო
მიხეილ ბატიაშვილი მოსწავლეთა სააზროვნო უნარების განვითარებისთვის შექმნილ სწავლების ახალ მეთოდს გაეცნო

მოსწავლეთა სააზროვნო უნარების განვითარებისთვის შექმნილ სწავლების ახალ მეთოდს განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი გაეცნო.

საპილოტე პროექტი 150-ე საჯარო სკოლაში მიმდინარეობს.

განათლების მინისტრის თქმით, შუალედური შედეგების მიხედვით, პროგრამა ეფექტურია და მოსწავლეებს პირველ რიგში ანალიტიკური აზროვნება განუვითარდათ.

პროექტის მისიაა სკოლებში პიროვნებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს ჩამოყალიბება, რომელიც ყველა მოზარდს საკუთარი პოტენციალის რეალიზების საშუალებას მისცემს.

გაკვეთილებზე ინერგება ციფრული ტექნოლოგიების სწავლა-სწავლების პროცესში ინტეგრირება.

„დღეს ვნახეთ ბავშვების მართლაც უნიკალური ჩართულობა, სურვილი რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიიღონ და ყველაზე მთავარი-ანალიტიკური უნარები, რომლის განვითარება თანამედროვე გაკვეთილების მიმდინარეობის დროს ხდება”, – განაცხადა ბატიაშვილმა.