მიხეილ ბატიაშვილი - მიმდინარეობს სასკოლო შეფასებების რეფორმირება, რათა შეფასება გახდეს შედეგსა და განვითარებაზე ორიენტირებული
მიხეილ ბატიაშვილი - მიმდინარეობს სასკოლო შეფასებების რეფორმირება, რათა შეფასება გახდეს შედეგსა და განვითარებაზე ორიენტირებული

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა პარლამეტში გამოსვლისას, მე-6 და მე-10 კლასში ჩასატარებელ გამოცედებზე ისაუბრა.

როგორც ბატიაშვილმა აღნიშნა, ცენტრალიზებული სასკოლო დამამთავრებელი გამოცდების მოხსნა არ გულისხმობს სასკოლო შეფასებების უგულვებელყოფას.

„რეალურად, მიმდინარეობს სასკოლო შეფასებების რეფორმირება, რათა შეფასება გახდეს შედეგსა და განვითარებაზე ორიენტირებული. კერძოდ, სადიაგნოსტიკო ხასიათის ცენტრალიზებული შეფასებები განხორციელდება მე-6 და მე-10 კლასის – ორი მნიშვნელოვანი სასწავლო საფეხურის ბოლოს სხვადასხვა საგანში. მისი მიზანი იქნება მეტი ინფორმაციის მიწოდება სკოლებისთვის მოსწავლეების ცოდნის, მოსწრების, მათი ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს და უკეთესად დაიგეგმოს სწავლა-სწავლების პროცესი. სკოლის დამამთავრებელი გამოცდების ჩატარებას კი უზრუნველყოფს თავად სკოლა. ასევე, სამინისტრო მუშაობს მონიტორინგის სისტემის შექმნაზე, რაც უზრუნველყოფს სკოლების მუდმივ შეფასებას და მათ მხარდაჭერას მეტი განვითარებისთვის“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.