მიხეილ ბატიაშვილი - მასწავლებლებს ექნებათ შესაძლებლობა, იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ ძირითად ან დამხმარე სახელმძღვანელოდ აირჩიონ
მიხეილ ბატიაშვილი - მასწავლებლებს ექნებათ შესაძლებლობა, იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ ძირითად ან დამხმარე სახელმძღვანელოდ აირჩიონ

საქართველოს განათლების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, მასწავლებლებს ექნებათ შესაძლებლობა, იაკობ გოგებაშვილის„ დედა ენა“ ძირითად ან დამხმარე სახელმძღვანელოდ აირჩიონ.

როგორც განათლების მინისტრმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, არსებობს გრიფირებული სახელმძღვანელოები, რომელიც შეტანილია სკოლაში, პედაგოგები წყვეტენ, რომელი გრიფირებული სახელმძღვანელო აირჩიონ იმისთვის, რომ ბავშვს ასწავლონ სკოლაში.

„გუშინდელი ღონისძიება, რომელიც ეძღვნებოდა გოგებაშვილის დაბრუნებას, საუბარია იმაზე, რომ გვაქვს სხვადასხვა ავტორების მიერ შედგენილი „დედა ენის“ ექვსამდე სახელმძღვანელო, რომელიც სკოლაში როგორც აქამდე ისწავლებოდა, ისე გააგრძელებენ სწავლას ამ სახელმძღვანელოებით. იაკობ გოგებაშვილსაც, მგონი აქვს უფლება, რომ სხვა ავტორების „დედა ენასთან“ ერთად იყოს. პედაგოგიც გადაწყვეტს, რომ აირჩიოს, როგორც რესურსი, ჰქონდეს ამის შესაძლებლობა. ასევე, შეუძლია აირჩიოს სხვა „დედა ენასთან“ ერთად, როგორც დამხმარე რესურსი. როგორც ვთქვით, ყველა ბავშვი პირველ კლასში მიიღებს „დედა ენას“, როგორც იღებს უფასოდ სხვა სახელმძღვანელოებს. სხვა „დედა ენებთან“ ერთად ამ დედაენასაც ყველა მიიღებს უფასოდ. სხვა ავტორების გრიფირებული სახელმძღვანელოები, რომლებიც არსებობდა, რჩება და ამას ემატება გოგებაშვილის „დედა ენა“, რომელიც შესაძლებელია, რომ პედაგოგმა ისარგებლოს როგორც დამხმარე რესურსად, ისე ძირითად რესურსად,  ამას უკვე ადგილზე წყვეტს კონკრეტული პედაგოგი კონკრეტულ კლასში“, – განაცხადა ბატიაშვილმა.