მიხეილ ბატიაშვილი მასწავლებელთა დღესთან დაკავშირებით მილოცვას ავრცელებს
მიხეილ ბატიაშვილი მასწავლებელთა დღესთან დაკავშირებით მილოცვას ავრცელებს

​განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი მასწავლებლებს მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს ულოცავს.

„დღეს მთელი მსოფლიო მასწავლებლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.

გილოცავთ ამ დღეს ყველას, ვინც ცხოვრება ყველაზე საპასუხისმგებლო მისიას – მომავალი თაობების აღზრდას დაუკავშირეთ.

გულწრფელად მჯერა, რომ მასწავლებლის შრომა უმნიშვნელოვანესია საზოგადოებრივ საქმეთაგან.

სწორედ ამიტომ გვინდა და ვცდილობთ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ განსაკუთრებით დაფასდეს თქვენი ამაგი.

გისურვებთ დღეგრძელობას და შემდგომ წარმატებებს თქვენს საქმიანობაში“, – ნათქვამია მინისტრის მიერ გავრცელებულ მილოცვაში.

5 ოქტომბერს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ.

მასწავლებელთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა სათავეს 1994 წლის 5 ოქტომბრიდან იღებს.

იუნესკო-ს თანახმად, მასწავლებელთა საერთაშორისო დღედ 5 ოქტომბრის დაწესება აჩვენებს იმ წვლილს, რომელსაც პედაგოგები მომავალი თაობების აღზრდისა და განათლებისთვის იღებენ.