მიხეილ ბატიაშვილი - ჯვრის მონასტერთან დაკავშირებით პრობლემა დროებით გადაჭრილია, მაგრამ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას
მიხეილ ბატიაშვილი - ჯვრის მონასტერთან დაკავშირებით პრობლემა დროებით გადაჭრილია, მაგრამ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას

ჯვრის მონასტერთან დაკავშირებით, პრობლემა დროებით გადაჭრილია, მაგრამ ვფიქრობთ, ამ მიმართულებით სამუშაოები განსახორციელებელია, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ადგილები, სადაც გარევაჭრობა მიმდინარეობს, მოსაწესრიგებელია.

„ჩვენი მხრიდან მუშაობა დაწყებულია უკვე დაწყებულია იმაზე, თუ როგორ მოვაწესრიგოთ ეს ყველაფერი. ქალაქშიც ბევრ ადგილას გვაქვს ქაოტური ვითარება, რომლებიც სასწრაფო რეჟიმში საჭიროებს მოწესრიგებას. არის მზაობა, რომ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, რათა აღნიშნული მოწესრიგებული იყოს, როგორც ტურისტებისთვის, ასევე ჩვენთვის“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, განსახორციელებელ ღონისძიებებზე მუშაობა მიმდინარეობს.

„დღევანდელი სიტუაცია მართლაც არასახარბიელოა, რომელიც იწვევს გაუგებრობას. ძალიან მალე წარმოვადგენთ, რა უნდა გაკეთდეს ამისთვის“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოუწესრიგებელი გარევაჭრობის მოტივით, ჯვრის მონასტერი მისი წინამძღვრის, მამა კონსტანტინე ჭინჭარაულის გადაწყვეტილებით, ორი დღის განმავლობაში დაკეტილი იყო. მონასტერი დღეს გაიხსნა.

დატოვე კომენტარი