მიხეილ ბატიაშვილი - გურამ კაშიას საქმეს დეტალურად არ ვიცნობ, დავინტერესდები
მიხეილ ბატიაშვილი - გურამ კაშიას საქმეს დეტალურად არ ვიცნობ, დავინტერესდები

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტან გურამ კაშიასთან დაკავშირებულ საკითხს დეტალურად არ იცნობს და დაინტერესდება.

„სამწუხაროდ, დეტალურად და სიღრმისეულად არ ვიცი ამ პრობლემის შესახებ, მაგრამ დავინტერესდები და მზად ვიქნები, რომ გიპასუხოთ“, – განუცხადა ჟურნალისტებს მიხეილ ბატიაშვილმა.

უეფა-ს გადაწყვეტილებით, „თანასწორი თამაშის“ ჯილდოს პირველი მფლობელი საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია გახდა. ჯილდო იმ მოთამაშეს გადაეცემა, რომელიც სამაგალითოდ მოიქცა ევროპულ ფეხბურთში ინკლუზიურობის, მრავალფეროვნებისა და ხელმისაწვდომობის პოპულარიზაციის კუთხით. აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ქართველი გულშემატკივრების ნაწილმა გურამ კაშიას მიმართ ნეგატიური კამპანია წამოიწყო. ამასთან, ნეგატიური კომენტარები კეთდებოდა ფეხბურთელის გვერდზე „ფეისბუკში“, რის გამოც, გურამ კაშიამ სოციალურ ქსელში საკუთარი გვერდი გააუქმა. ინტერნეტმომხმარებლების ნაწილმა ასევე სოციალურ ქსელში გურამ კაშიას მხარდამჭერი კამპანია წამოიწყო.