მიხეილ ბატიაშვილი - გრიფირებასთან დაკავშირებით გვექნება ახალი ინიციატივები
მიხეილ ბატიაშვილი - გრიფირებასთან დაკავშირებით გვექნება ახალი ინიციატივები

გრიფირებასთან დაკავშირებით, გვექნება ახალი ინიციატივები, რაც რადიკალურად შეცვლის და გააუმჯობესებს სახელმძღვანელოების ხარისხს, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ ბატიაშვილმა სახელმძღვანელოების გრიფირების საკითხზე კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

მიხეილ ბატიაშვილის თქმით, გრიფირების საკითხზე სამინისტრო ინტენსიურ კონსულტაციებს აწარმოებდა სფეროს წარმომადგენლებთან.

„შემოდგომიდან სახელმძღვანელოების მიმართულებითაც იგეგმება სიახლეები. წელს, უკვე გვაქვს მეტ-ნაკლებად გაუმჯობესებული სახელმძღვანელოები, როგორც ხარისხობრივად, ასევე ტექნიკური მახასიათებლების მიხედვით, მაგრამ უფრო უკეთესი გვჭირდება. გრიფირებასთან დაკავშირებით, გვექნება ახალი ინიციატივები, რაც რადიკალურად შეცვლის და გააუმჯობესებს სახელმძღვანელოების ხარისხს.

ჩვენ მთელი ზაფხული ძალიან ინტენსიურ კონსულტაციებს ვაწარმოებდით ამ სფეროს წარმომადგენლებთან, ვმუშაობდით გრიფირების ახალ წესზე და ეს ცვლილებები რასაც შემოგთავაზებთ, დადებითად აისახება თითოეული სკოლასა და თითოეული სახელმძღვანელოს ხარისხზე“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.