მიხეილ ბატიაშვილი განათლების რეფორმის პროექტებს აშშ-ში წამყვან საერთაშორისო ორგანიზაციებს აცნობს
მიხეილ ბატიაშვილი განათლების რეფორმის პროექტებს აშშ-ში წამყვან საერთაშორისო ორგანიზაციებს აცნობს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი აშშ-ში, სან-ფრანცისკოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში მინისტრი ისეთი წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრებს, როგორებიც არიან მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის ხელმძღვანელი – მურათ სომნეზი, სტენფორდის უნივერსიტეტისა და აშშ-ის „სილიკონ ველის“ წარმომადგენლები.

მიხეილ ბატიაშვილი აღნიშნული ორგანიზაციების წარმომადგენლებს განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში მიმდინარე პროექტებს გააცნობს. მათ შორის, საუბარი შეეხება „ახალი სკოლის“ მოდელს, უმაღლესი განათლების მიმართულებით დაგეგმილ ცვლილებებს, ტექნოლოგიური და ინოვაციური მიდგომების დანერგვას სწავლის პროცესში და ხარისხიანი განათლების როლს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.