მიხეილ ბატიაშვილი ეროვნული ციფრული ბიბლიოთეკის შექმნის ინიციატივით გამოდის 
მიხეილ ბატიაშვილი ეროვნული ციფრული ბიბლიოთეკის შექმნის ინიციატივით გამოდის 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატი მიხეილ ბატიაშვილი ერთიანი, ეროვნული ციფრული ბიბლიოთეკის შექმნის ინიციატივით გამოდის.

ამის შესახებ მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტში რამდენიმე გაერთიანებული კომისტეტის სხდომაზე განაცხადა.

როგორც ბატიაშვილმა აღნიშნა, ეროვნულ ციფრულ ბიბლიოთეკაში თავმოყრილი იქნება ყველანაირი ციფრული კონტენტი.

“ვფიქრობთ დავიწყოთ რაც შეიძლება სწრაფად მუშაობა იმაზე, რომ შევქმნათ ერთიანი, ეროვნული ციფრული ბიბლიოთეკა გარემო, სადაც თავმოყრილი იქნება ყველანაირი ციფრული კონტენტი, მასალა. ამაზე ეროვნულ ბიბლიოთეკასთანაც ვიმუშავებთ, რომ შევქმნათ ეროვნული ციფრული ბიბლიოთეკა, ახალი ამბებით, საინფორმაციო საშუალებებით. გაციფრულდა ქართული ძველი ფოტოები, ვიდეომასალა, ასევე არის ბევრი საგანმანათლებლო მასალა, რომელიც შეეხება ლიტერატურას, სხვადასხვა კომპონენტს, რატომ არ შევქმნათ ისეთი ციფრული გარემო, სადაც ეს ერთიანად მოიყრის თავს?! რომელიც გამოყენებადი იქნება, არა მარტო საგანმანათლებლო მიზნებით, არამედ ზოგადად, ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის. მასში თავს მოიყრის ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის გაციფრულებული ნიმუშები, სხვადასხვა მასალა. შევქმნათ ერთი, ქართული ციფრული გარემო, რომელიც ასევე შესაძლებელია ვაქციოთ განათლებისთვის ერთ-ერთ წყაროდ, რომელიც ორიენტირებული იქნება ხარისხის გაუმჯობესებაზე”, -განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.