მიხეილ ბატიაშვილი და იოჰანეს ჰანი ევროპული აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნებიდან ბაკალავრიატის მოსწავლეებს შეხვდნენ [ფოტო]
მიხეილ ბატიაშვილი და იოჰანეს ჰანი ევროპული აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნებიდან ბაკალავრიატის მოსწავლეებს შეხვდნენ [ფოტო]

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი და ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ევროპული აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნებიდან ბაკალავრიატის მოსწავლეებს შეხვდნენ.

ევროკავშირთან თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში 30 მოსწავლე პროგრამას „ახალი სკოლის“ ბაზაზე გაივლის.

ევროკომისარმა ამავე ტერიტორიაზე მდებარე საერთო საცხოვრებელი დაათვალიერა, რის შემდეგაც მოსწავლეების კითხვებსაც უპასუხა.

ევროკომისარმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდების ხელშეწყობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა.

იოჰანეს ჰანი ლისის ტბის მიმდებარედ საქართველოს განათლების მინისტრ მიხეილ ბატიაშვილთან და თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად ევროკავშირის სტანდარტების მქონე „ევროპული სკოლის“ ახალი შენობისა და საერთო საცხოვრებლის მშენებლობის ადგილას სიმბოლურ კაფსულას ჩადებს.