მიხეილ ბატიაშვილი აცხადებს, რომ გაზაფხულიდან ათობით სკოლაში დაიწყება განახლებული პროგრამების დანერგვა
მიხეილ ბატიაშვილი აცხადებს, რომ გაზაფხულიდან ათობით სკოლაში დაიწყება განახლებული პროგრამების დანერგვა

საპილოტე პროექტი, რომელიც სწავლების ახალ მეთოდს გულისხმობს, 150-ე სკოლაში უკვე მიმდინარეობს,- ამის შესახებ განათლების მინისტრმა ისაუბრა. მიხეილ ბატიაშვილის თქმით, გაზაფხულიდან პროექტში კიდევ უფრო მეტი სკოლა ჩაერთვება.

„თვის ბოლოს უკვე გვექნება კონკრეტული შედეგები, რომელიც იქნება ყველასთვის ღია. ჩვენც ძალიან ველოდებით, რადგან მართლაც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯებია, რომელიც შეეხება სასკოლო რეფორმას და ვფიქრობთ, გაზაფხულიდან ათობით სკოლაში დაიწყება განახლებული პროგრამების დანერგვა, რომელიც შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებს და პირველ რიგში, ორიენტირებულია ჩვენი ბავშვების განვითარებაზე.  სიახლეები იქნება ძალიან ბევრი, ეს არის მეტი ტექნოლოგიები განათლებაში, მეტი ელექტრონული რესურსები, გადამზადებული პედაგოგები და სრულიად ახალი მიდგომა საგაკვეთილო პრინციპებზე, რომელიც იორიენტირებულია ბავშვის განვითარებაზე, აზროვნებითი უნარების ჩამოყალიბებაზე და პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს“,-განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.