მიხეილ ბატიაშვილი - დიღმის ტერიტორიაზე 2021 წლამდე ევროპული სტანდარტების ახალი სპორტის სასახლის აშენება უნდა მოვასწროთ
მიხეილ ბატიაშვილი - დიღმის ტერიტორიაზე 2021 წლამდე ევროპული სტანდარტების ახალი სპორტის სასახლის აშენება უნდა მოვასწროთ

2021 წლამდე უნდა მოვასწროთ ევროპული სტანდარტების ახალი სპორტის სასახლე, რომელიც დიღმის ტერიტორიაზე იქნება განთავსებული, – ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მიხეილ ბატიაშვილმა აღნიშნა, საქართველოში „ევრობასკეტის“ შესარჩევი ეტაპის ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია.

„2021 წელი იქნება მართლაც მნიშვნელოვანი წელი, ყველა გულშემატკივრისთვის უზარმაზარი მოვლენაა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი გულშემატკივრების დამსახურება, გულშემატკივრების დასწრების კუთხით რეკორდიც კი მოიხსნა. სწორედ ამან განაპირობა, რომ საქართველო იქნება მასპინძელი ქვეყანა ევროპის ჩემპიონატზე. გვქონდა იმედი, რომ საქართველო ამას მოიპოვებ და და ჩვენ ვემზადებოდით. უნდა ავაშენოთ და 2021 წლამდე უნდა მოვასწროთ ევროპული სტანდარტების ახალი სპორტის სასახლე, რომელიც დიღმის ტერიტორიაზე იქნება განთავსებული. ჩვენ ადგილი უკვე შერჩეული გვაქვს, სადაც ახალი სპორტის სასახლე განთავსდება, რომელიც სრულიად თანამედროვე სტანდარტების იქნება, უნიკალური ნაგებობა და რომელიც ასევე საშუალებას მოგვცემს, სხვადასხვა ღონისძიებისთვის იყოს გამოყენებული. ეს ახალი სპორტის სასახლე ამ ღონისძიებისთვის იქნება მიძღვნილი, მაგრამ მერე ის მუშაობას გააგრძელებს“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.