მიხეილ ბატიაშვილი - 2021-2022 წლისთვის პედაგოგის საშუალო ხელფასი 1500-1800 ლარი იქნება
მიხეილ ბატიაშვილი - 2021-2022 წლისთვის პედაგოგის საშუალო ხელფასი 1500-1800 ლარი იქნება

2021-2022 წლისთვის პედაგოგის საშუალო ხელფასი 1500-1800 ლარი იქნება, – ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განაცხდა, რომელსაც ინტერპელაციის წესით პარლამენტში უსმენენ.

როგორც მიხეილ ბატიაშვილმა აღნიშნა, პედაგოგთა ხელფასების ზრდა ეტაპობრივად განხორციელდება.

„როგორც არაერთხელ დავაანონსეთ, 2019 წლის მაისში საზოგადოებას წარვუდგენთ კონკრეტულ გეგმას, როგორ მოხდება პედაგოგების ხელფასების ზრდა მათი გამოცდილების და დამსახურების გათვალისწინებით. როგორც განვაცხადეთ, ხელფასების ზრდა იქნება ეტაპობრივი, დაიწყება 2019 წლის სექტემბრიდან და ტენდენცია შენარჩუნდება მომდევნო წლებშიც ისე, რომ 2021- 2022 წლისთვის პედაგოგის საშუალო ხელფასი წარმოადგენდეს 1500-1800 ლარს. ხელფასების ზრდა, პედაგოგების გარდა, შეეხებათ სკოლის დირექტორებსა და ადმინისტრაციულ პერსონალს“ – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

დატოვე კომენტარი