მიხეილ აშვეთია „სამტრედიის“ ახალი მთავარი მწვრთნელია #1TVSPORT
მიხეილ აშვეთია „სამტრედიის“ ახალი მთავარი მწვრთნელია #1TVSPORT

საფეხბურთო კლუბ „სამტრედიას“ ახალი წლიდან 47 წლის სპეციალისტი მიხეილ აშვეთია გაწვრთნის – ინფორმაციას კლუბი ავრცელებს.

ეროვნულ ლიგა 2-ში დაქვეითებულ კლუბში საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ლადო კაკაშვილი ჩაანაცვლა, რომელმაც „დინამო თბილისი“ ჩაიბარა. მიხეილ აშვეთია კი საქმეს შეუდგა და „სამტრედია“ თბილისში შეკრება. გუნდი რამდენიმე ამხანაგური მატჩს გამართავს და თურქეთში შეკრებაზე გაემგზავრება.

აშვეთია წარმატებული თავდამსხმელი იყო. უთამაშია წყალტუბოს „სამგურალში“, ქუთაისის „ტორპედოში“, ვლადიკავკაზის „ალანიაში“, თბილისის „დინამოში“, დანიურ „კოპენჰაგენში“, მოსკოვის „ლოკომოტივში“, „როსტოვში“, „ანჟიში“, ნიჟნი-ნოვგოროდის „ლოკომოტივში“, იენის „კარლ ცაისში“. საქართველოს ნაკრებში ჩატარებულ 24 მატჩში 5 გოლი გაიტანა.

აშვეთია იყო ქუთაისის „ტორპედოს“ მწვრთნელის ასისტენტი, შემდეგ კი – მთავარი მწვრთნელი. 2021 წლიდან წყალტუბოს „სამგურალში“ ჯერ მწვრთნელის ასისტენტი იყო, შემდეგ – სპორტული დირექტორი, 2023 წლიდან – მთავარი მწვრთნელი, გუნდი კი შარშან ოქტომბერში დატოვა.