მიხეილ აშვეთია - მაქვს ამბიცია, რომ „სამტრედია“ ეროვნულ ლიგაში დავაბრუნო #1TVSPORT
მიხეილ აშვეთია - მაქვს ამბიცია, რომ „სამტრედია“ ეროვნულ ლიგაში დავაბრუნო #1TVSPORT

თურქულ შეკრებაზე მყოფი „სამტრედიას“ მთავარმა მწვრთნელმა მიხეილ აშვეთიამ მზადების პროცესი შეაფასა და გუნდის და საკუთარ მიზნებზე ისაუბრა.

„დიდი მოტივაციაც მაქვს და დიდ იმედებსაც ვამყარებ, რომ „სამტრედია“ განვითარების ახალ ეტაპზე გადავა და ეროვნულ ლიგაში დაბრუნდება. ამას ემსახურება თურქული შეკრება, სადაც ოთხი ამხანაგური თამაში დაიგეგმა.

პირველი შეკრება თბილისში გვქონდა, როდესაც ბევრი მოთამაშე გავსინჯეთ და ბუნებრივია, ყველა ვერ დავიტოვეთ. გუნდი კიდევ შენების პროცესშია, ორი არგენტინელი ფეხბურთელი შემოგვიერთდა და ახლა ბრაზიელელებსაც ველოდებით.

გუნდის ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს, რომ 9 მარტს ეროვნული ლიგა 2-ში სეზონის დაწყებას კარგ მდგომარეობაში შევხვდეთ. დასამალი არაა, რომ შემადგენლობის 60 პროცენტი ახალი მოთამაშეებისგან დაკომპლექტდება.

ველოდებით, რომ ბრძოლისუნარიან და მაღალი ადგილებისთვის მებრძოლ გუნდს ჩამოვაყალიბებთ. ეს ჩემთვის დიდი მოტივაციაა და მაქვს ამბიცია, რომ „სამტრედიას“ ეროვნულ ლიგაში დავაბრუნებ. მთავარია, სწორად დავკომპლექტდეთ და კონკურენცია იყოს“, – ამბობს მიხეილ აშვეთია.