მიხარია, რომ მუნდიალზე ჩემი რეკორდი მოხსენი - პელემ მბაპეს მიმართა #1TVSPORT
მიხარია, რომ მუნდიალზე ჩემი რეკორდი მოხსენი - პელემ მბაპეს მიმართა #1TVSPORT

პელემ კილიან მბაპეს უპასუხა და საფრანგეთის ნაკრების ახალგაზრდა თავდამსხმელს მისი რეკორდის დამხობა მიულოცა.

ცოტა ხნის წინ ფეხბურთის ბრაზილიელ ლეგენდას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა, რასაც მბაპე სოციალურ ქსელში პოსტით გამოეხმაურა: „ილოცეთ მეფისთვის“.

„მადლობა კილიან მბაპეს. ჩემო მეგობარო, მიხარია, რომ კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე ჩემი მორიგი რეკორდი მოხსენი!“ – დაწერა პელემ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, 29 ნოემბერს პელე სან პაულოს საავადმყოფოში მოათავსეს. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 82 წლის ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი არ რეაგირებდა ქიმიოთერაპიაზე და იღებდა პალიატიურ მკურნალობას, რომელიც გათვალსიწინებულია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ბოლო დღეებში ტკივილის შემსუბუქება სჭირდებათ.

თავად ბრაზილიელმა გულშემატკივრების დასამშვიდებლად განცხადება გაავრცელა. ექიმებმა განაცხადეს, რომ პელეს მდგომარეობა დასტაბილურდა.