მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ მოლაპარაკებების პროცესში რუსეთის პოზიცია შერბილდა
მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ მოლაპარაკებების პროცესში რუსეთის პოზიცია შერბილდა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ მოლაპარაკებების პროცესში რუსეთის პოზიცია შერბილდა. ამის შესახებ მიხაილ  პოდოლიაკმა პოლონურ არხთან ინტერვიუში განაცხადა.

„შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო დროს რუსეთის დელეგაციის პოზიცია მკვეთრად შერბილდა. ახლა ისინი ობიექტურად აფასებენ გარესამყაროს და ძალიან სწორად იქცევიან. რა თქმა უნდა, მათი მსოფლმხედველობა პროპაგანდის გამო დამახინჯებულია“, – აცხადებს პოდოლიაკი.

პოდოლიაკის თქმით, რუსეთის ფართომასშტაბიანი ინტერვენციის მიზანი ულტიმატუმების წაყენება იყო.

„ისინი სრულად აცნობიერებენ სირთულეებს, რომლის წინაშეც აღმოჩდნენ. მთელმა მსოფლიომ დაინახა, სიძლიერით მეორე არმია იძულებულია, დახმარება სთხოვოს ჩინეთს, ბელარუსს, ყაზახეთს და ყირგიზეთს, რადგან შეეჯახა უკრაინის წინააღმდეგობას, რომელიც სხვათაშორის არასდროს ყოფილა სამხედრო სახელმწიფო“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

პოდოლიაკის თქმით, ნათელია, რომ ასეთ სიტუაციაში უკრაინა არ დათანხმდება გაუმაძღარ კომპრომისებს, რომელიც უკრაინელების ინტერესებს დააზიანებს.

„ხალხი ბრძოლის ველზე იღუპება და ჩვენ რუსეთის პრეზიდენტს არ მოვუსმენთ“, – განაცხადა პოდოლიაკმა.