მიხაილ პოდოლიაკის განცხადებით, უკრაინა გამოდის ინიციატივით, სამშვიდობო შეთანხმებაში ჩაიწეროს ცალკე პუნქტი, რომ ყირიმისა და სევასტოპოლის საკითხი გადაწყდეს მომდევნო 15 წლის განმავლობაში, ორმხრივი მოლაპარაკებებით

უკრაინა გამოდის ინიციატივით, სამშვიდობო შეთანხმებაში ჩაიწეროს ცალკე პუნქტი, რომ ყირიმისა და სევასტოპოლის საკითხი უნდა გადაწყდეს მომდევნო 15 წლის განმავლობაში, ორმხრივი მოლაპარაკებების გზით. ამის შესახებ თურქეთში გამართულ ბრიფინზე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა.

ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„რაც შეეხება ყირიმის საკითხს, ეს ცალკე პუნქტია. ჩვენ ვთავაზობთ, დავაფიქსიროთ უკრაინის და რუსეთის წინადადება, რომ 15 წლის განმავლობაში გაიმართოს ორმხრივი მოლაპარაკებები ყირიმის და სევასტოპოლის სტატუსთან დაკავშირებით“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

მისივე თქმით, ცალკე პუნქტში ჩაიწერება, რომ ამ 15 წლის განმავლობაში უკრაინა და რუსეთი, ვიდრე მოლაპარაკებები გრძელდება, არ გამოიყენებენ სამხედრო ძალებს ყირიმის საკითხის გადასაჭრელად.