მიხაილ პოდოლიაკი – ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, ცხოვრებას შესანიშნავი იუმორის გრძნობა აქვს
ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, ასე არ არის? ცხოვრებას შესანიშნავი იუმორის გრძნობა აქვს, – ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას.
„რუსებმა, რომლებიც უკრაინის განადგურებას ითხოვდნენ, საბოლოოდ მიიღეს: 1. მობილიზაცია. 2. დახურული საზღვრები, საბანკო ანგარიშების ბლოკირება. 3. ციხე დეზერტირობისთვის. 4. ვაგნერის სპეცრაზმები, კერძოდ სამხედრო კომპანიაში „გაშვებულებისთვის“. ყველაფერი ჯერ კიდევ გეგმის მიხედვით მიდის, ასე არ არის? ცხოვრებას შესანიშნავი იუმორის გრძნობა“, – წერს მიხაილ პოდოლიაკი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინმა ცოტა ხნის წინ ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ განაცხადა.
Йшов 210-й день «триденної війни». Росіяни, які вимагали знищити 🇺🇦, врешті отримали:
1. Мобілізацію.
2. Закриті кордони, блокування банківських рахунків.
3. Тюрму за дезертирство.
4. Спецзагони для «опущених» у ПВК.Все ще йде за планом, чи не так? У життя чудове почуття гумору
— Михайло Подоляк (@Podolyak_M) September 21, 2022