მიხაილ პოდოლიაკი - ყირიმის ნახევარკუნძულის მომავალია, იყოს შავი ზღვის მარგალიტი, ის არ უნდა იყოს სამხედრო ბაზა ტერორისტებისთვის, ყველაფერი ახლა იწყება
მიხაილ პოდოლიაკი - ყირიმის ნახევარკუნძულის მომავალია, იყოს შავი ზღვის მარგალიტი, ის არ უნდა იყოს სამხედრო ბაზა ტერორისტებისთვის, ყველაფერი ახლა იწყება

ყველაფერი ახლა იწყება, – ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი ყირიმში, საკის რაიონში მომხდარ აფეთქებას.

„რუსეთის ფედერაციის დემილიტარიზაცია – გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის განუყოფელი ნაწილია. ყირიმის ნახევარკუნძულის მომავალია, იყოს შავი ზღვის მარგალიტი, ეროვნული პარკი უნიკალური ბუნებით და მსოფლიო კურორტი. ის არ უნდა იყოს სამხედრო ბაზა ტერორისტებისთვის. ყველაფერი ჯერ ახლა იწყება“, – აცხადებს მიხაილ პოდოლიაკი.

ამ განცხადებამდე მიხაილო პოდოლიაკმა ტელეკომპანია „დოჟდთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ უკრაინას არაფერი აქვს საერთო მომხდარ აფეთქებასთან.

ყირიმში, საკის რაიონში აფეთქება რამდენიმე საათის წინ მოხდა. რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, აფეთქება ნოვოფედოროვკას აეროდრომთან განთავსებულ საბრძოლო მასალების საწყობში მოხდა. ბოლო ინფორმაციით, მომხდარის შედეგად დაღუპულია ერთი და დაშავებულია ხუთი ადამიანი. რუსეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, მოხდა საავიაციო საბრძოლო მასალის დეტონაცია, თუმცა აფეთქებები საბრძოლო ცეცხლის ზემოქმედების შედეგად არ მომხდარა და აფეთქების მიზეზებს გამოძიება დაადგენს.