მიხაილ პოდოლიაკი - უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხთან დაკავშირებით აუცილებელია ევროპელი პარტნიორებისგან ანალოგების შეძენის ან მიღების შესაძლებლობების შეფასება
მიხაილ პოდოლიაკი - უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხთან დაკავშირებით აუცილებელია ევროპელი პარტნიორებისგან ანალოგების შეძენის ან მიღების შესაძლებლობების შეფასება

უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხთან დაკავშირებით აუცილებელია ევროპელი პარტნიორებისგან ანალოგების შეძენის ან მიღების შესაძლებლობების შეფასება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს.

„იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით ჯერ უნდა შევაფასოთ, რომელი პროგრამები შეწყვეტს მუშაობას, იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი პროგრამა უკვე დასრულების ეტაპზე იყო. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ზოგიერთი პროგრამა დაამტკიცა კონგრესმა, რაც განსხვავებულ იურიდიულ პროცედურას გულისხმობს“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

გარდა ამისა, პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ აუცილებელია, „პირველ რიგში, ევროპელი პარტნიორებისგან ანალოგების შეძენის ან მიღების შესაძლებლობების შეფასება“.

„მით უმეტეს, რომ ჩანაცვლების პროგრამები უკვე მოქმედებს“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის თქმით, უკრაინა ატარებს საფუძვლიან აუდიტს იმის შესამოწმებლად, რისი წარმოება შეუძლიათ პარტნიორებთან თანამშრომლობით და რა შეიძლება შეიცვალოს.

„ჩვენ ვატარებთ საფუძვლიან აუდიტს, რა გვაქვს, რა შეიძლება შეიცვალოს პარტნიორებთან თანამშრომლობის ფარგლებში. ჩვენ ვეძებთ რაღაცას კომერციულ ბაზრებზე, განვიხილავთ ევროპელ პარტნიორებთან. რა თქმა უნდა, ჩვენ მხედველობიდან არ გვრჩება ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან მოლაპარაკებების შესაძლებლობა“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

ამასთან, პოდოლიაკის თქმით, უკრაინას „უკვე ჰქონდა აშშ-ისგან სამხედრო მხარდაჭერის პროგრამების გრძელვადიანი შეჩერების გამოცდილება და იცის, როგორ მოერგოს ასეთ სიტუაციებს“.