მიხაილ პოდოლიაკი – უკრაინაში მხოლოდ „დახურული ცა“ შეაჩერებს მკვეთრად ესკალაციას, დროა, დასავლელმა პარტნიორებმა აიღონ პასუხისმგებლობა ომის დასრულებაზე
უკრაინაში მხოლოდ „დახურული ცა“ შეაჩერებს მკვეთრად ესკალაციას, დროა, დასავლელმა პარტნიორებმა აიღონ პასუხისმგებლობა ომის დასრულებაზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა.
„ამ ომის ლოგიკა არის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, დიდ ქალაქებსა და მშვიდობიან მოსახლეობაზე სარაკეტო და საჰაერო თავდასხმების მოწყობა. მხოლოდ „დახურული ცა“ შეაჩერებს მკვეთრად ესკალაციას. დროა, დასავლელმა პარტნიორებმა აიღონ პასუხისმგებლობა ომის დასრულებაზე“, – აღნიშნა პოდოლიაკმა.
უკრაინის ხელისუფლებამ დასავლეთის ქვეყნებისგან უკრაინის არასაფრენ ზონად გამოცხადება უკვე არაერთხელ მოითხოვა.
The logic of this war is the build-up of missile and air strikes on civilian infrastructure, large cities and civilians. Only a “closed sky” will sharply stop the escalation. It’s time for Western partners to take responsibility for ending the war…#EP #CNN #BBC
— Михайло Подоляк (@Podolyak_M) March 4, 2022