მიხაილ პოდოლიაკი – რუსეთთან მოლაპარაკებებში ჩვენი პოზიციები უცვლელი რჩება – ცეცხლის შეწყვეტა, ჯარების გაყვანა და უსაფრთხოების მტკიცე გარანტიები
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველის მიხაილ პოდოლიაკის თქმით, მოლაპარაკებებში უკრაინული მხარის პოზიციები უცვლელია.
აღნიშნულის შესახებ მიხაილ პოდოლიაკმა „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.
„მოლაპარაკებების სტატუსი. რუსული მხარის განცხადებები მხოლოდ მათი მოთხოვნების პოზიციებია. ყველა განცხადება სხვა საკითხებთან ერთად, მიზნად ისახავს მედიაში დაძაბულობის პროვოცირებას. ჩვენი პოზიციები უცვლელი რჩება: ცეცხლის შეწყვეტა, ჯარების გაყვანა და უსაფრთხოების მტკიცე გარანტიები კონკრეტული ფორმულებით“, – წერს პოდოლიაკი.
Negotiation status. The statements of the Russian side are only their requesting positions. All statements are intended, inter alia, to provoke tension in the media. Our positions are unchanged. Ceasefire, withdrawal of troops & strong security guarantees with concrete formulas.
— Михайло Подоляк (@Podolyak_M) March 18, 2022