მიხაილ პოდოლიაკი - ქმედებები სიტყვებზე ხმამაღალია, უკრაინა ვერ ხედავს ნიშნებს, რომ რუსეთი ხერსონს ბრძოლის გარეშე ტოვებს
მიხაილ პოდოლიაკი - ქმედებები სიტყვებზე ხმამაღალია, უკრაინა ვერ ხედავს ნიშნებს, რომ რუსეთი ხერსონს ბრძოლის გარეშე ტოვებს

უკრაინა ვერ ხედავს ნიშნებს, რომ რუსეთი ხერსონს ბრძოლის გარეშე ტოვებს, უკრაინა ათავისუფლებს ტერიტორიებს სადაზვერვო მონაცემებზე და არა დადგმულ სატელევიზიო განცხადებებზე დაყრდნობით, – ასე გამოემხაურა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი მიხაილ პოდოლიაკი რუსეთის მიერ ხერსონიდან ძალების გაყვანის შესახებ ინფორმაციას.

„ქმედებები სიტყვებზე ხმამაღალია. ჩვენ ვერ ვხედავთ ნიშნებს, რომ რუსეთი ხერსონს ბრძოლის გარეშე ტოვებს. რუსული დაჯგუფებების ნაწილი რჩება ქალაქში, რეგიონში კი გზავნიან დამატებით რეზერვებს. უკრაინა ათავისუფლებს ტერიტორიებს სადაზვერვო მონაცემებზე და არა დადგმულ სატელევიზიო განცხადებებზე დაყრდნობით“, – წერს მიხაილ პოდოლიაკი.

რუსული მედიის ცნობით, სერგეი შოიგუს ბრძანებით, რუსეთს ხერსონიდან შეიარაღებული ძალები გაჰყავს.