მიხაილ პოდოლიაკი – პუტინის რიტორიკა, „რა თქმა უნდა, მშვიდობის მომხრე ვართ, მაგრამ „ნიუანსებით“, კიდევ ერთხელ ჰგავს ომის გაგრძელების პირდაპირ სურვილს
პუტინის რიტორიკა – „რა თქმა უნდა, მშვიდობის მომხრე ვართ“, მაგრამ „ნიუანსებით“ – კიდევ ერთხელ ჰგავს ომის გაგრძელების პირდაპირ სურვილს, – ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, მიხაილ პოდოლიაკი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას, რომ ეთანხმება ზავის იდეას, თუმცა არსებობს ნიუანსები.
პოდოლიაკის აზრით, ეს განცხადება „უარყოფს 30-დღიან ზავს“.
„პუტინის რიტორიკა – „ჩვენ, რა თქმა უნდა, მშვიდობის მომხრე ვართ“, მაგრამ „ნიუანსებით“ – კიდევ ერთხელ ჰგავს ომის გაგრძელების პირდაპირ სურვილს: უკრაინამ უნდა დათმოს იარაღი, ჯარი, მობილიზაცია, უარი თქვას აღჭურვილობის მიწოდებაზე და, უბრალოდ, ჩუმად უყუროს, როგორ განვაგრძობთ „მშვიდობიანად“ სროლას ფრონტის ხაზზე. ამჟამად ეს გამოიყურება, როგორც რუსეთის მკაფიო, ცალსახა განცხადება, რომელიც უარყოფს 30-დღიან ზავს. ჩვენ მაინც დაველოდებით ყველა დაინტერესებული მხარის ოფიციალურ კომენტარს“, – წერს პოდოლიაკი სოციალურ ქსელ X-ზე.
#Putin’s rhetorical “we are, of course, for peace,” but with “nuances” once again looks like a direct desire to continue the war: #Ukraine must give up its weapons/army, mobilization, and supplies of equipment and simply silently watch as we continue to “peacefully” fire along…
— Михайло Подоляк (@Podolyak_M) March 14, 2025