მიხაილ პოდოლიაკი - პრიგოჟინის ამბოხის დროს პუტინმა კონტროლი დაკარგა, უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი კი ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ცდილობდა
მიხაილ პოდოლიაკი - პრიგოჟინის ამბოხის დროს პუტინმა კონტროლი დაკარგა, უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი კი ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ცდილობდა

ევგენი პრიგოჟინის ამბოხის დროს რუსეთის ფედერაციაში შიდა ქაოსი დაიწყო, ვლადიმერ პუტინმა კონტროლი დაკარგა, ხოლო უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ცდილობდა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა იტალიურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის თქმით, რუსეთში არის კონსპირაციული ჯგუფები, სხვადასხვა გაუგებარი მოთამაშე უკვე ფიქრობს ძალაუფლების გადანაწილებაზე, ბირთვული არსენალი კი საფრთხეშია.

პოდოლიაკის თქმით, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ამბოხების კრიტიკულ ფაზაში ნიკოლაი პატრუშევი „შეეცადა ძალაუფლების ხელში ჩაგდებას, მაგრამ ეს მთელ ნომენკლატურას არ მოსწონს“.