მიხაილ პოდოლიაკი - მთავარი არის შეთანხმება უკრაინისთვის უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიებით, მხოლოდ ამ შეთანხმებით არის შესაძლებელი ომის დასრულება იმგვარად, როგორც ეს უკრაინას სურს
მიხაილ პოდოლიაკი - მთავარი არის შეთანხმება უკრაინისთვის უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიებით, მხოლოდ ამ შეთანხმებით არის შესაძლებელი ომის დასრულება იმგვარად, როგორც ეს უკრაინას სურს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებისას რამდენიმე საკითხზე ინტენსიური კონსულტაციები მიმდინარეობს.

მისივე თქმით, „მთავარი არის შეთანხმება უკრაინისთვის უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიებით და მხოლოდ ამ შეთანხმებით არის შესაძლებელი ომის დასრულება იმგვარად, როგორც ეს უკრაინას სურს“.

„არანაკლებ მნიშვნელოვანია ცეცხლის შეწყვეტის საკითხი, რათა ჩვენ შევძლოთ ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრა. დღეს ასევე გვაქვს კიდევ ერთი პრობლემა – ეს არის ომის ესკალაციის პრობლემა, ზიზღის ესკალაცია, ომის წარმოებისა და წესების დარღვევის ესკალაცია, ეს ხდება არა მხოლოდ საბრძოლო ველზე. პირდაპირ ეთერში ხანდახან ისმის მოწოდებები, რომ ესა თუ ის ნაცია განადგურდეს, რასაც მივყავართ კონფლიქტამდე და ხდება ვიდეოგადაღება, როგორ ირღვევა ჟენევის კონვენცია სამხედრო მოსამსახურეების მისამართით“, – განაცხადა მიხაილ პოდოლიაკმა.

უკრაინისა და რუსეთის ოფიციალური დელეგაციების მოლაპარაკებები თურქეთის ქალაქ სტამბოლში, დოლმაბაჰჩეს სასახლეში მიმდინარეობს.