მიხაილ პოდოლიაკი – ირანი პასუხისმგებელია უკრაინელების მკვლელობებზე
ირანი პასუხისმგებელია უკრაინელების მკვლელობებზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი, მიხაილ პოდოლიაკი სოციალურ ქსელში წერს.
პოდოლიაკის თქმით, ქვეყანა, რომელიც საკუთარ ხალხს ჩაგრავს, ახლა მასობრივი მკვლელობებისთვის რუს ურჩხულებს აძლევს იარაღს.
„ირანი პასუხისმგებელია უკრაინელების მკვლელობებზე. ქვეყანა, რომელიც ჩაგრავს საკუთარ ხალხს, ახლა რუს ურჩხულებს აძლევს იარაღს მასობრივი მკვლელობებისთვის ევროპის გულში. სწორედ ამას ნიშნავს დაუმთავრებელი საქმეები და დათმობა ტოტალიტარიზმთან. შემთხვევა, როდესაც სანქციები არ არის საკმარისი“, – წერს პოდოლიაკი „ტვიტერში“.
Iran is responsible for the murders of Ukrainians. Country that oppresses its own people is now giving ru-monsters weapons for mass murders in the heart of Europe. That is what unfinished business and concessions to totalitarianism mean. The case when sanctions are not enough…
— Михайло Подоляк (@Podolyak_M) October 17, 2022