მიხაილ პოდოლიაკი – „ფაინენშალ თაიმსის“ მიერ გამოქვეყნებული შეთანხმება წარმოადგენს პროექტს და ასახავს მხოლოდ რუსეთის მოთხოვნებს, არაფერს მეტს
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ გავლენიანი გამოცემა „ფაინენშალ თაიმსის“ მიერ რუსეთისა და უკრაინის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით გამოქვეყნებული ინფორმაცია მცდარია და მხოლოდ რუსეთის მოთხოვნებს ასახავს. ამის შესახებ პოდოლიაკი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.
„ფაინენშალ თაიმსის“ მიერ გამოქვეყნებული შეთანხმება წარმოადგენს პროექტს და ასახავს რუსეთის მოთხოვნებს. არაფერს მეტს. უკრაინას აქვს საკუთარი პოზიცია. ერთადერთი, რასაც ვადასტურებთ ამ ეტაპზე, არის ცეცხლის შეწყვეტა, რუსული სამხედროების გაყვანა და უსაფრთხოების გარანტიები რამდენიმე ქვეყნისგან“, – წერს პოდოლიაკი.
მანამდე, გავლენიანმა ბრიტანულმა გამოცემამ დაწერა, რომ უკრაინამ და რუსეთმა მოლაპარაკებებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს. გამოცემის ცნობით, ეს მოიცავს უკრაინის მიერ ნეიტრალიტეტის გამოცხადებას და ნატო-ში გაწევრიანების ამბიციებზე უარის თქმას.
Коротко. Financial Times опублікувала чернетку, яка демонструє запит російської сторони. І не більше. Українська сторона має свої позиції. Єдине, що ми підтверджуємо на цьому етапі, – це припинення вогню; виведення російських військ та гарантії безпеки від низки країн.
— Михайло Подоляк (@Podolyak_M) March 16, 2022