მიხაილ პოდოლიაკი – ბარელი რუსული ნავთობი უკრაინელის ერთი ლიტრი სისხლის ტოლფასია
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი აღნიშნავს, რომ „დროა ფიქრი ახალ ევროპულ გაცვლით „ვალუტაზე“, სადაც რუსული ნავთობის ბარელი ნაწილებად დაგლეჯილი უკრაინელის ლიტრ სისხლს უდრის“. ამის შესახებ პოდოლიაკმა „ტვიტერზე“ დაწერა.
„დროა, ვიფიქროთ ახალ ევროპულ „ვალუტაზე“. ერთი ბარელი რუსული ნავთობი ტოლია ნაწილად დაგლეჯილი უკრაინელის ერთ ლიტრი სისხლს. ხოლო 140 ევროპული კომპანია, რომელიც რუსეთის ფედერაციაში სამუშაოდ დარჩა უდრის ბუჩას ერთ ხოცვა-ჟლეტას. განაგრძეთ თქვენი ორიგინალური ბიზნესიდეების სისხლში დამატება“, – დაწერა პოდოლიაკმა.
It’s time to think about a new European “currency of exchange”. 1 barrel of Russian oil = 1 liter of blood of a 🇺🇦 citizen torn to pieces. And 140 European companies still working in RF = 1 Buchan massacre. Keep adding your original “business ideas on the blood” #Buchanmassacre
— Михайло Подоляк (@Podolyak_M) April 8, 2022