მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ობიექტებზე ექსცესების რაოდენობა გაიზრდება
მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ობიექტებზე ექსცესების რაოდენობა გაიზრდება

მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ობიექტებზე ექსცესების რაოდენობა გაიზრდება.

უკრაინული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ეროვნული ტელემარათონის ეთერში გამოსვლისას განაცხადა.

პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ ჯანკოის რაიონში არის ორი მნიშვნელოვანი სამიზნე – სატრანსფორმატორო სადგური და საბრძოლო მასალების საცავი.

მისი თქმით, რუსმა დამპყრობლებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური დაიკავეს, რათა ელექტროენერგია ჯანკოის გავლით მიეღოთ.

„ჩვენ გვესმის, რატომ დაიკავეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, უდიდესი ატომური ელექტროსადგური, რათა მოიპარონ ყველაფერი, რისი მოპარვაც შეიძლება, მათ შორის ელექტროენერგია, რომელსაც აწარმოებს სადგური და ჯანკოის გავლით მიაწოდონ ყირიმს. ამიტომ, მჯერა, რომ ეს არის კარმული ანგარიშსწორება, რადგან ყველაფერ მოპარულს ბარაქა არ მოაქვს“, – დასძინა პოდოლიაკმა.

მისი თქმით, საბრძოლო მასალების საცავებში ძლიერი აფეთქებების სერია ჯერ მხოლოდ დასაწყისია.

„გახსოვთ, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ თქვა, რომ მათ უბრალოდ არ იციან მოწევა, არ იციან როგორ მიუდგნენ სწორად უსაფრთხოებას ასეთ საწყობებში? მე მჯერა, რომ რუსული არმიის ინტელექტის დონის გამო და დღეს ისინი საერთოდ აგროვებენ მოუმზადებელ და არაპროფესიონალ ადამიანებს, გაიზრდება ასეთი “ექსცესების” რიცხვი. კერძოდ, გაიზრდება ყირიმში“, – განაცხადა პოდოლიაკმა.