მიხაილ გალუზინი – ბრიუსელი სომხეთში თავისი მეურვეობის ქვეშ მყოფ ადამიანებს რესურსებისა და შრომის წყაროდ მიიჩნევს და მისი დაპირებები ეფემერულია

12:18, 15.09.2026

ბრიუსელი სომხეთში თავისი მეურვეობის ქვეშ მყოფ ადამიანებს რესურსებისა და შრომის წყაროდ მიიჩნევს და მისი დაპირებები ეფემერულია, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა განაცხადა.

რუსი დიპლომატის თქმით, სომხეთისთვის „მშვენიერი ევროპული მომავლის“ დაპირებები „ეფემერულია“ და მხოლოდ ხაზს უსვამს ბრიუსელის მიდგომის „უტილიტარულ“ ბუნებას.

გალუზინის მტკიცებით, ბრიუსელი სომხეთს მხოლოდ ბაზრად აღიქვამს, რომელსაც არ გააჩნია ინდუსტრია საკუთარი საქონლისა და მომსახურებისთვის. მიხაილ გალუზინის განცხადებით, ამ ყველაფრისთვის მაღალი ფასის გადახდაა საჭირო.

რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა ასევე ისაუბრა სომხეთში რუსული სამხედრო ბაზის საკითხზე და აღნიშნა, რომ სამხედრო ბაზა სომხეთისა და სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების არქიტექტურის მნიშვნელოვანი ელემენტია.

მსგავსი