მიხაელ ზიბერტი – საქართველოში ახალმა საარჩევნო სისტემამ გზა გაუხსნა უფრო პლურალისტურ პარლამენტს, მნიშვნელოვანია ამ შესაძლებლობის გამოყენება
აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური წარმომადგენელი მიხაელ ზიბერტი საქართველოში ახალი საარჩევნო სისტემის დანერგვას ეხმაურება.
„საპარლამენტო არჩევნების განმავლობაში გამოყენებულმა ახალმა საარჩევნო სისტემამ გზა გაუხსნა უფრო პლურალისტურ პარლამენტს. მნიშვნელოვანია ამ შესაძლებლობის გამოყენება. ველოდებით, რომ საერთაშორისო სტანდარტები მეორე ტურში შენარჩუნდება. საარჩევნო პროცესის ხარვეზები უნდა აღმოიფხვრას ყველა პოლიტიკურ აქტორს შორის თანამშრომლობის გზით“, – წერს მიხაელ ზიბერტი „ტვიტერში“.
#Georgia: New electoral system applied during parliamentary elections paved way to more pluralistic parliament. Important to use this chance. Expect int’l standards to be upheld in run-offs. Flaws of electoral process should be rectified through cooperation of all pol. actors.
— Michael Siebert (@GERonOstpolitik) November 3, 2020