მიხაელ ზიბერტი - საჭიროა ინკლუზიურად, სამართლიანი პროცესის ფარგლებში ერთად სვლა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, იმედი ვიქონიოთ, მეტი კომპრომისის პოვნა იქნება შესაძლებელი
მიხაელ ზიბერტი - საჭიროა ინკლუზიურად, სამართლიანი პროცესის ფარგლებში ერთად სვლა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, იმედი ვიქონიოთ, მეტი კომპრომისის პოვნა იქნება შესაძლებელი

საჭიროა ძალიან ინკლუზიურად, სამართლიანი პროცესის ფარგლებში ერთად სვლა დასახული მიზნების მისაღწევად საბოლოოდ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მმართველმა დირექტორმა, მიხაელ ზიბერტმა განაცხადა.

ზიბერტის თქმით, პარლამენტში ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებთან ჰქონდათ საკმაოდ ხანგრძლივი, ინტენსიური შეხვედრა.

„გულდასმით განვიხილეთ საქართველოს წინსვლის გზა, გადასადგმელი 12 ნაბიჯის და 12 პირობის გათვალისწინებით. თქვენს მოსახლეობაში არის თითქმის ერთიანობა კანდიდატის სტატუსის რაც შეიძლება მალე მიღების სურვილთან დაკავშირებით, ასევე არის ყველა პარტიის წარმომადგენლებს შორის. ეს იყო ინტენსიური დისკუსია და ჩვენ დავასკვენით, რომ საჭიროა ძალიან ინკლუზიურად, სამართლიანი პროცესის ფარგლებში ერთად სვლა დასახული მიზნების მისაღწევად საბოლოოდ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე“, – აღნიშნა მიხაელ ზიბერტმა.

ამასთან, როგორც მიხაელ ზიბერტმა განაცხადა, ზოგიერთი კომპრომისის მიღწევა შესაძლებელი გახდა, მაგალითად, სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით.

„მოდით, იმედი ვიქონიოთ, რომ მეტი კომპრომისის პოვნა იქნება შესაძლებელი. ეს იქნება გზა ევროკავშირის ყველა წევრის დასარწმუნებლად, რომ საბოლოოდ დათანხმდნენ კანდიდატის სტატუსს, რადგან ეს არა ევროპული ინსტიტუტების, არამედ ყველა წევრის გადასაწყვეტია“, – განუცხადა მიხაელ ზიბერტმა ჟურნალისტებს.