მიხაელ ზიბერტი – მივესალმები, რომ წამყვანი პოლიტიკური ფიგურები ორივე მხრიდან გამოხატავენ მზაობას დიალოგისთვის

19:40, 10.11.2020

აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური წარმომადგენელი მიხაელ ზიბერტი საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით „ტვიტერში“ წერს:

„საქართველოში ამჟამინდელი პოლიტიკური დაძაბულობა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, შეშფოთების მიზეზია. მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკურმა აქტორმა პასუხისმგებლობა აიღოს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე.

მივესალმები, რომ წამყვანი პოლიტიკური ფიგურები ორივე მხრიდან გამოხატავენ მზაობას დიალოგისთვის“, – წერს მიხაელ ზიბერტი.

მსგავსი