მიხაელ როთი - ყურადღება საქართველოზე, მას შემდეგ, რაც პროტესტის მონაწილეები სასტიკად იქნენ ნაცემი, ოპოზიციურ პოლიტიკოსებს აკავებენ, ეს არის მმართველი პარტიის მიერ ლიბერალური დემოკრატიის განადგურება
მას შემდეგ, რაც პროტესტის მონაწილეები სასტიკად იქნენ ნაცემი და დაკავებული, მთავარ ოპოზიციურ პოლიტიკოსებს აკავებენ, – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, „ეს არის მმართველი პარტიის მიერ ლიბერალური დემოკრატიის განადგურება“.
„მთელი ყურადღება საქართველოზე. მას შემდეგ, რაც პროტესტის მონაწილეები სასტიკად იქნენ ნაცემი და დაკავებული, მთავარ ოპოზიციურ პოლიტიკოსებს აკავებენ. ეს არის მმართველი პარტიის მიერ ლიბერალური დემოკრატიის განადგურება“, – წერს როთი.
შსს-ში განაცხადეს, რომ ნიკა გვარამია ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.
რამდენიმე საათის წინ ერთ-ერთი ორგანიზაციისა და რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ოფისებში პოლიცია შევიდა. პარტია „დროას“ ოფისში სამართალდამცველები ჩხრეკას ატარებდნენ. ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე ნიკა გვარამიასა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც გვარამია სამართალდამცველებმა დააკავეს და ტერიტორიიდან გაიყვანეს.