მიხაელ როთი - უნგრეთის მთავრობას ევროკავშირის შიგნიდან განადგურება სურს, გვჭირდება ეროვნული ზომების მიღება მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში გაყალბებულ არჩევნებზე
მიხაელ როთი - უნგრეთის მთავრობას ევროკავშირის შიგნიდან განადგურება სურს, გვჭირდება ეროვნული ზომების მიღება მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში გაყალბებულ არჩევნებზე

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი სოციალურ ქსელში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილისა და უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, პიტერ სიიარტოს შეხვედრის ფოტოს აზიარებს.

როგორც როთი წერს, უნგრეთის მთავრობას ევროკავშირის შიგნიდან განადგურება სურს.

„უნგრეთის მთავრობას ევროკავშირის შიგნიდან განადგურება სურს. რუსეთს სურს ევროკავშირის გარედან განადგურება. მათ არ უნდა მიაღწიონ წარმატებას. სწორედ ამიტომ, გვჭირდება ეროვნული ზომების მიღება მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში გაყალბებულ არჩევნებზე და დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაზე“, – წერს მიხაელ როთი.