მიხაელ როთი – სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ღირსება გადაარჩინა
სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ღირსება გადაარჩინა, – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, საქართველოს ახალ პრეზიდენტს, მიხელ ყაველაშვილს მიწვევებითა თუ ვიზიტებით ლეგიტიმაცია არ უნდა მიეცეს.
სალომე ზურაბიშვილმა გადაარჩინა საქართველოს ღირსება. არავინ არ უნდა აღიაროს საქართველოს ე.წ ახალი პრეზიდენტი და არ უნდა მისცეს ლეგიტიმაცია მიწვევებით ან ვიზიტებით. ის აირჩიეს დეპუტატებმა, რომლებმაც მანდატები გაყალბებული არჩევნებით მოიპოვეს. რაც შეიძლება სწრაფად საქართველოს სჭირდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“, – წერს როთი სოციალურ ქსელში.
@Zourabichvili_S saved Georgia’s honor! No one should recognize the so-called new “President” of 🇬🇪 or legitimize him through invitations or visits. He was elected by MPs who won their mandates through rigged elections. 🇬🇪 needs free+fair elections asap.
pic.twitter.com/v1cQCEmQbg— Michael Roth – official 🇪🇺🇺🇦🇮🇱🇬🇪 (@MiRo_SPD) December 29, 2024