მიხაელ როთი – პრემიერ-მინისტრო კობახიძევ, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ძალადობა მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც მშვიდობიან დემონსტრაციას მართავენ ევროპული ღირებულებებისთვის

11:15, 01.05.2024

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი თბილისში გამართულ აქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ძვირფასო პრემიერ-მინისტრო კობახიძევ, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ძალადობა თქვენი მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც ქუჩაში მშვიდობიან დემონსტრაციას მართავენ ევროპული ღირებულებებისთვის. გაიწვიეთ უცხოური აგენტების შესახებ კანონი. ნუ გაანადგურებთ საქართველოს მომავალს, რომელიც ევროპის გულშია“, – წერს როთი.

მსგავსი