მიხაელ როთი – პია კაუმას დაგეგმილი მოგზაურობა საქართველოში სერიოზული შეცდომაა
პია კაუმას დაგეგმილი მოგზაურობა საქართველოში არის სერიოზული შეცდომა, – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც როთი აღნიშნავს, „ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ არ უნდა მოახდინოს გაყალბებული აჩევნების შედეგად მიღებული არალეგიტიმური პრეზიდენტის, მთავრობისა და პარლამენტის ლეგიტიმაცია“.
„ევროკავშირმა, ევროპის საბჭომ და ეუთო-მ უნდა მოითხოვონ თავისუფალი და სამართლიანი ახალი არჩევნები. ეს არის ღრმა კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი“, – წერს მიხაელ როთი.
ცნობისთვის, ევროპარლამენტარმა რიჰარდ კოლსმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი 8-10 იანვარს საქართველოში დელეგაციის ვიზიტს გეგმავს.
The planned trip of @PiaKauma to Georgia is a serious mistake. @oscepa must not legitimise an illegitimate president, government + parliament that emerged from rigged elections. EU, @coe + @OSCE should insist on free+fair new elections. That’s the only way out of the deep crisis!
— Michael Roth – official 🇪🇺🇺🇦🇮🇱🇬🇪 (@MiRo_SPD) January 5, 2025