მიხაელ როთი – მთელი ყურადღება მიმართულია თავისუფლებისთვის მებრძოლი სლოვაკეთის, სერბეთისა და საქართველოს მამაცი ხალხისკენ, რუსულმა იმპერიალიზმმა არ უნდა გაიმარჯვოს
მთელი ყურადღება მიმართულია თავისუფლებისთვის მებრძოლი სლოვაკეთის, სერბეთისა და საქართველოს მამაცი ხალხისკენ, რუსულმა იმპერიალიზმმა არ უნდა გაიმარჯვოს, – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი სოციალურ ქსელ X-ში წერს.
მისივე თქმით, ლიბერალური დემოკრატია სასწორზე დევს.
„ახლა მთელი ყურადღება მიმართულია თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის მებრძოლი სლოვაკეთის, სერბეთისა და საქართველოს მამაცი ხალხისკენ. ავტოკრატიამ და რუსულმა იმპერიალიზმმა არ უნდა გაიმარჯვოს. სასწორზეა ლიბერალური დემოკრატია. ჩვენ ვერ შევძლებთ მის გადარჩენას გვერდით გახედვით, მისი მნიშვნელობის დაკნინებით და შეგუებით“, – წერს როთი.
All eyes on the brave people in Slovakia, Serbia and Georgia fighting for freedom and democracy. Autocracy and Russian Imperialism must not win. Liberal democracy is at stake. We will not be able to save it by looking away, trivialising and appeasing. https://t.co/zQuAbBDWNU
— Michael Roth – official 🇪🇺🇺🇦🇮🇱🇬🇪 (@MiRo_SPD) January 25, 2025