მიხაელ როთი – მე საქართველოს მეგობარი ვარ და მხარს ვუჭერ ქვეყანას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, ამიტომ მივემგზავრები თბილისში
ჩვენ გვინდა სოლიდარობის მესიჯის გაგზავნა და საუბრის გამართვა, – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი თბილისში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
„მე საქართველოს მეგობარი ვარ და მხარს ვუჭერ ქვეყანას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ამიტომ მივემგზავრები თბილისში ევროკავშირის ქვეყნების სხვა კოლეგებთან ერთად. ჩვენ გვინდა სოლიდარობის მესიჯის გაგზავნა და საუბრების გამართვა“, – წერს როთი.
Ich bin ein Freund Georgiens und unterstütze das Land auf seinem Weg in die EU. Und deshalb reise ich jetzt nach Tbilisi. Gemeinsam mit weiteren Kollegen aus 🇪🇺 Staaten. Wir wollen ein Zeichen der Solidarität setzen und Gespräche führen.
— Michael Roth – official 🇪🇺🇺🇦🇮🇱 (@MiRo_SPD) May 12, 2024