მიხაელ როთი - გთხოვთ, ძვირფასო ქართველებო, ქართული კოშმარის მხარდაჭერებო, მოუსმინეთ ახალგაზრდა თაობას
მიხაელ როთი - გთხოვთ, ძვირფასო ქართველებო, ქართული კოშმარის მხარდაჭერებო, მოუსმინეთ ახალგაზრდა თაობას

ჩვენი მესიჯი ამ მთავრობისთვის და მმართველი პარტიისთვის არის ძალიან ნათელი, შეაჩერეთ ეს კანონი. ჩვენ, ყველანი ერთიანი ვართ, როგორც ქართველი ხალხის მეგობრები და მოკავშირეები, – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაელ როთმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა, სადაც სიტყვით გამოვიდა.

მისი თქმით, თბილისი ევროპის ნამდვილი დედაქალაქია.

„ჩვენ, ყველანი ვამაყობთ თქვენით. თქვენი ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა. თქვენ შეგიძლიათ, უფრო მეტს ელოდოთ ჩვენგან, ვიდრე მხოლოდ საუბარია. გთხოვთ, ძვირფასო ქართველებო, ქართული კოშმარის მხარდაჭერებო, მოუსმინეთ ახალგაზრდა თაობას. მე ვიცი, რომ თქვენი გული სავსეა ბრაზით, მაგრამ გთხოვთ, მე დავესესხები მიშელ ობამას და ვიტყვი, თუ ისინი მიდიან დაბლა, ჩვენ ავდივართ ზემოთ. არ დაიჯეროთ ტყუილები და კონსპირაციული თეორიები. ჩვენ არ ვართ რადიკალები. თქვენ არ ხართ რადიკალები, თქვენ ჩვეულებრივი ევროპელები ხართ, რადგან იბრძვით იმისთვის, რაც არის ევროპა რეალურად – დემოკრატია, თავისუფლება. ჩვენ აქ ვართ მხოლოდ იმისთვის, რომ სოლიდარობა გამოგიცხადოთ, ჩვენ ასევე ვართ იმისთვის, რომ მოვუსმინოთ ერთმანეთს. ჩვენი მესიჯი ამ მთავრობისთვის და მმართველი პარტიისთვის არის ძალიან ნათელი, შეაჩერეთ ეს კანონი. ჩვენ, ყველანი ერთიანი ვართ, როგორც ქართველი ხალხის მეგობრები და მოკავშირეები. ეს არის ზუსტად ის, რატომაც უნდა გთხოვოთ, რომ არ დანებდეთ. გჯეროდეთ თქვენი იდეების სიძლიერის, რადგან ამაყი ევროპელები წარსულში ანგრევდნენ კედლებს, მათ გადალახეს სიძულვილი და ბრაზი, რადგან მათ სჯერათ თავისუფლების და დემოკრატიის. არ დანებდეთ. თქვენ ყველანი გვამხნევებთ ევროპაში. გთხოვთ, დარჩით მტკიცედ და ერთიანად. მე ვამაყობ თქვენით“, – განაცხადა როთმა.

რუსთაველზე აქციის მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართეს ჩეხეთის, პოლონეთის, ლიეტუვის, ფინეთის პარლამენტთა საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებმა.