მიხაელ გალერი - ორბანი თუ ბლოკავს ევროკავშირის ზომებს, აღმასრულებლის მხრიდან იქნებ იყოს კოორდინაცია დარჩენილ წევრ სახელმწიფოებთან, რომ მიიღონ ზომები ივანიშვილის წინააღმდეგ
ორბანი თუ ბლოკავს ევროკავშირის ზომებს, მაშინ იქნებ იყოს გარკვეული კოორდინაცია აღმასრულებლის მხრიდან დარჩენილ წევრ სახელმწიფოებთან, რომ მათ მიიღონ ზომები რეჟიმის, კერძოდ კი, ივანიშვილის წინააღმდეგ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მიხაელ გალერმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე განაცხადა.
მისი თქმით, ქართველი ხალხი არ დგას რუსეთის მხარეს და ისინი არ ხედავენ თავიანთ პერსპექტივას რუსეთთან.
„სრულად ვიზიარებ რასა იუნკევიჩიენეს მოხსენების პროექტს. ვფიქრობ, ჩვენ უნდა დავინახოთ ქათველი ხალხის ენერგია, რომელიც ამდენი დღეა, მართავს დემონსტრაციას ყოველ საღამოს. მათ უჭირავთ ქართული დროშები, ევროკავშირის დროშები და ქვეყნის მასშტაბით თქვენ ხედავთ ბევრ უკრაინულ დროშას. ამგვარდ, ისინი აჩვენებენ, სად დგანან ამ ომში, ისინი არ დგანან რუსეთის მხარეს და ისინი არ ხედავენ თავიანთ პერსპექტივას რუსეთთან, ივანიშვილის რეჟიმისგან განსხვავებით. ჩვენ უნდა შევაფასოთ, რა არის დაგეგმილი კონგრესში, იქ არის მომზადებული ორპარტიული მიდგომა. ბრიტანეთმა მიიღო ზომები, ასევე ევროკავშირის ცალკეულმა წევრებმა. ვიმეორებ მოწოდებას, რომ ორბანი თუ ბლოკავს ევროკავშირის ზომებს, მაშინ იქნებ იყოს გარკვეული კოორდინაცია აღმასრულებლის მხრიდან დარჩენილ წევრ სახელმწიფოებთან, რომ მათ მიიღონ ზომები რეჟიმის წინააღმდეგ, კერძოდ კი, ბატონი ივანიშვილის წინააღმდეგ. თუ არ ვცდები, ის ასევე არის საფრანგეთის მოქალაქე. ამიტომ თუ მას აქვს რამე აქტივები საფრანგეთში, იქნებ რამე ზომების მიღება ასევე არის შესაძლებელი.
გარდა ამისა, ჩვენ აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ მხარდაჭერა ჩვენს ხელთ არსებული საშუალებებით, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ USAID-ი იქ აღარ მოქმედებს. ამიტომ უნდა გამოვიყენოთ ჩვენი საშუალებები „ევროპის დემოკრატიის ფონდის“ და ჩვენი ქვეყნების ეროვნული ფონდების ფარგლებში, რომლებსაც შეუძლიათ იქ არსებული დემოკრატების დახმარება“, – განაცხადა მიხაელ გალერმა.