ცნობილ გერმანელ ფეხბურთელ მიხაელ ბალაკის ოჯახში საშინელი ტრაგედია მოხდა. „ბაიერნისა“ და „ჩელსის“ ყოფილი მოთამაშის 18 წლის ვაჟი კვადროციკლით ავარიაში მოხვდა და დაიღუპა.
ინციდენტი ხუთშაბათს, ადრე დილით, პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონის სამხრეთით, ტროას ნახევარკუნძულზე, ბალაკის სახლთან ახლოს მოხდა. ემილიო ბალაკმა კვადროციკლი ვერ დაიმორჩილა და ტრაგედიის მიზეზიც ეს გახდა. მომხდარის სხვა დეტალები ცნობილი არ არის.
44 წლის მიხაელ ბალაკმა კარიერა 2012 წელს დაასრულა. „ბაიერნისა“ და „ჩელსის“ გარდა, ის თამაშობდა „ხემნიცში“, „კაიზერსლაუტერნსა“ და „ლევერკუზენში“. მას ოთხჯერ აქვს მოგებული გერმანიის ჩემპიონატი და ერთხელ – ინგლისის ჩემპიონატი.
ბალაკს პირველი ქორწინებიდან ორი ვაჟი დარჩა – ლუი (20 წლის) და იორდი (16 წლის).