მიხაელ ბალაკს გერმანიის ნაკრების მწვრთნელის პოსტზე ვან გაალი საუკეთესო კანდიდატად მიაჩნია #1TVSPORT
მიხაელ ბალაკს გერმანიის ნაკრების მწვრთნელის პოსტზე ვან გაალი საუკეთესო კანდიდატად მიაჩნია #1TVSPORT

გერმანიის ნაკრების ყოფილ კაპიტანს, მიხაელ ბალაკს ნიდერლანდელი სპეციალისტი ლუი ვან გაალი საუკეთესო კანდიდატად მიაჩნია გერმანიის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე.

„მწვრთნელის ძიება ორიენტირებული უნდა იყოს საუკეთესო სპეციალისტზე. მე გამოცდილ ადამიანს ავიყვანდი, ლუი ვან გაალი კი განსაკუთრებული მწვრთნელია.

ვან გაალს თითქმის ყველაფერი აქვს. ის, რა თქმა უნდა, რთული პიროვნებაა, მაგრამ ეს ცუდი არ არის. ვფიქრობ, გუნდს ახალი იმპულსი სჭირდება. ის არის ადამიანი, რომელიც პატივისცემას იწვევს, ფლობს დიდ გამოცდილებას და იცის სამწვრთნელო მუშაობის ყველა წვრილმანი.

ერთადერთი, რასთან შეგუებაც მოგვიწევს, მისი ნიდერლანდური პასპორტია“, – განაცხადა ბალაკმა გაზეთ Kicker-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.