მიხაელ როთი – საქართველოს მთავრობამ უარი თქვა ჩვენთან საუბარზე, მხოლოდ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიგვიღო
საქართველოს მთავრობამ უარი თქვა ჩვენთან საუბარზე, ჩვენ აქ არ ვართ, რომ ვასწავლოთ, ჩვენ აქ ვართ, რომ მოვუსმინოთ ერთმანეთს, – ამის შესახებ ბუნდესტაგის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი სოციალურ ქსელში წერს.
როთის თქმით, მან შეხვედრა გამართა ნიკოლოზ სამხარაძესთან.
„მხოლოდ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ მიგვიღო. მან გვიმასპინძლა არა პარლამენტში, არამედ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში“, – წერს როთი.
საქართველოში ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის, ჩეხეთი, პოლონეთი, გერმანია, ლიეტუვა, ფინეთი, პარლამენტთა საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეების ვიზიტი მიმდინარეობს. თბილიში შეხვედრებს მართავენ პაველ ფიშერი, ბოგდან კლიხი, მიხაელ როთი, ჟიგიმანტას პავილიონისი და სებასტიან ტინკინენი.
The Georgian Government refused talking to us.
We are not here to teach, we are here to listen to each other. Only the Chair of the Foreign Affairs committee Nikolos Samcharadze received us. He hosted us not in Parliament but in party headquarter of “Georgian Dream”.
🇬🇪🇪🇺🫶🙏🏾 pic.twitter.com/EmS2qTaCa2— Michael Roth – official 🇪🇺🇺🇦🇮🇱 (@MiRo_SPD) May 14, 2024