ამერიკელი მიკაელა შიფრინი პირველი მოთხილამურე გახდა, რომელმაც ერთ სეზონში მსოფლიოს თასი ოთხ დისციპლინაში – საერთო ჩათვლაში, სლალომში, გიგანტულ სლალომსა და სუპერგიგანტურ სლალომში მოიგო. ამ საოცარი შედეგის ბოლო აკორდი 17 მარტს, ანდორაში შესრულდა, სადაც 24 წლის შიფრინმა ორ წუთსა და 23.17 წამში დაასრულა ასპარეზობა სუპერგიგანტურ სლალომში.
შიფრინი ახლა ლინდსი ვონის რეკორდს მიუახლოვდა, რომელსაც მსოფლიოს თასებზე 82 გამარჯვება აქვს. გამომდინარე იქიდან, რომ ვონი სპორტიდან უკვე წავიდა, შიფრინის მიერ ამ რეკორდის გამეორებაც საკმაოდ რეალურად მოჩანს.