ამერიკელმა სამთო მოთხილამურემ მიკაელა შიფრინმა მოიგო სლალომის სტარტი მსოფლიოს თასის ეტაპზე, რომელიც ფინეთის კურორტ ლევიში გაიმართა. 24 წლის სპორტსმენმა 1.78 წამით მოუგო უახლოეს მდევარს – შვეიცარიელ ვენდი ჰოლდენერს.
ეს მოგება 41-ე იყო შიფრინისთვის მსოფლიოს თასის სლალომის ეტაპებზე. ამ მაჩვენებლით ის გახდა აბსოლუტური რეკორდსმენი როგორც ქალებში, ასევე კაცებში – ამერიკელმა გაუსწრო ლეგენდარულ შვედს ინგემარ სტენმარკს (40 მოგება).
ტრადიციულად, ლევიში მსოფლიოს თასის ეტაპის გამარჯვებულს მედლის გარდა ჩრდილოურ ირემს ჩუქნიან. შიფრინმა კარიერაში მეოთხე ირემი მოიპოვა.